Saturday, December 21, 2013

ტრენინგის მეცხრე დღე


  ტრენინგი   დავიწყეთ  მასალის გამეორებით.  .  შევაჯამეთ ნასწავლი  მასალა.  კიდევ  ერთხელ  გადავამოწმეთ  ჩვენი  პორტფოლიოები. და  უკვე  სრულყოფილი  ფორმით   განვათავსეთ  ბლოგზე.  ამის შემდეგ  მოვახდინეთ  ჩვენი  პროექტების  პრეზენტაცია.
 ბოლოს შევაჯამეთ  ტრენინგ- კურსი.
     ტრენინგი  იყო  ძალიან  საინტერესო,   ინფორმაციით დატვირთული   და  ტექნიკური  ნაწილი   ბევრის  მომცემი,   რისთვისაც  დიდი მადლობა   ჩვენს  ტრენერს  ქალბატონ  ქეთევან  ცერაძეს.

ტრენინგის მერვე დღე


    დღე  დავიწყეთ  საშინაო   დავალების    მიმოხილვით.  შემდეგ  შევისწავლეთ  ფასილიტაციის  მასალები და  მისი შექმნა.
   დავუბრუნდით   ჩვენს  პროექტის გეგმებს  და  ბოლომდე  ყველაფერი  მოვაწესრიგეთ.
ამის  შემდეგ  სრულყოფილი  პროექტის გეგმები  ავტვირთეთ  ბლოგზე.
   ასევე  ვისწავლეთ  ჰიპერლინკების  მიბმა.   და  საათის  დაყენება  

Saturday, December 14, 2013

ტრენინგის მეშვიდე დღე



  ტრენინგი  ტრადიციულად  ნასწავლი  მასალის  გამეორებით დავიწყეთ.   რაც  დავიწყებული გვქონდა  და  შეკითხვები    დავსვით  ტრენერმა ამომწურავად   გვიპასუხა  ყველაფერზე.
 შემდეგ  მოვახდინეთ  განსხვავებული   შესაძლებლობის  მქონე  მოსწავლეებისთვის  დავალებების  განაწილება.
ვიმუშავეთ  კვლავ  გეგმების  დახვეწაზე.
ვიმუშავეთ  კვლავ  ბლოგებზე.   მოვახდინეთ  რეფლექსია.

ტრენინგის მეექვსე დღე

     
   

           ტრენინგი   დავიწყეთ   შესწავლილი მასალის   გამეორებით.   შემდეგ  დავათვალიერეთ  პროექტების  შეფასების  რუბრიკები    და  დავამზადეთ  ჩვენი  პროექტის   შეფასების  რუბრიკა.  ვისწავლე  ვორდის  ინსტრუმენტები  (SmartArt ),  რომლის  გამოყენებითაც   კარგად  ვიხალისეთ.  ვიმუშავეთ   ბლოგში   გვერდების  შექმნაზე.  და   მოვახდინეთ  დღის  რეფლექსია.

Friday, December 13, 2013

ტრენინგის მეხუთე დღე



           ტრენინგი   დავიწყეთ  წინა  დღის  შესწავლილი   მასალის  გამეორებით,  რაც  ძალიან  აუცილებელია,   შემდეგ  განვიხილეთ  სტანდარტები,  საავტორო  უფლებების  შაბლონები.გადავიტანეთ  მოძიებული   მასალის   ლინკები.  ვისწავლეთ   ბლოგზე  კომენტარების   გაკეთება.  გავუგზავნეთ  ერთმანეთს  კომენტარები.  შევქმენით მოსწავლის    ბლოგის   ნიმუშები  და  გავიმეორეთ   ბლოგის   ინსტრუმენტები:  ფონის,  დიზაინის  შეცვლა,   ბლოგზე  ვისწავლეთ  გაჯეტების   დამატება - გაჯეტში  სურათის  ჩასმა  და  გამოკითხვის  ჩასმა.  მასალის   წაშლა   და  აღდგენა.დღის  ბოლოს   გავაკეთეთ    რეფლექსია.   დრევანდელი  დღე   ძალიან  ნაყოფიერი  იყო.
    მადლობა   ქალბატონ   ქეთევანს.

Saturday, December 7, 2013

ტრენინგის მეოთხე დღე


  • ნასწავლი მასალის გამეორება;
  • ბუკლეტის სრულყოფა-სურათების მოძიება და ბუკლეთსი ჩასმა;
  • პროექტის გეგმის დახვეწა;
  • პროექტის პრეზენტაციის მომზადება და დრაივში ატვირთვა;
  • ბლოგის ინსტრუმენტების გარჩევა

Tuesday, December 3, 2013

ტრენინგის მესამე დღე.

    ტრენინგი    დაიწყო   საინტერესოდ.გავიმეორეთ   წინა  დღის  ნასწავლი  მასალა.  შემდეგ  ამოვირჩიეთ  ის  სტანდარტი,  რომელიც ჩემი   პროექტის  განხორციელებაში  დამეხმარება.  ვიმუშავეთ  სასწავლო  პროექტის შექმნაზე.  განვიხილეთ  მიმართულების მიმცემი  საკვანძო  სიტყვები.პროექტის მიზნების  დადგენა.დროში  გაწერილი შეფასების  გეგმის შედგენა.
      ბოლოს  მოვახდინეთ  რეფლექსია.

Saturday, November 30, 2013

ტრენინგის მეორე დღე

           ტრენინგი  დავიწყეთ  წინა  დღის  გახსენებით.   შემდეგ  საშინაო დავალების - პროექტების   იდეების  მიმოხილვით.
         გავეცანით  პუბლიკაციის   მომზადებას.  გავეცანით  შაბლონებს. გავიხსენეთ  ვორდის  ინსტრუმენტების  გამოყენება.   დავამზადეთ ბუკლეტები,  რომელიც  დაინტერესებულ  პირს აუხსნის  თუ რატომ    არის   საინტერესო  ეს პროექტი.
    დღე    საკმაოდ   შრომატევადი  და  საინტერესო  იყო.

Sunday, November 24, 2013

ტრენინგის I დღე

24 ნოემბერს   დავიწყეთ    ტრენინგი " ინტელის  სასწავლო  კურსი"
   ტრენინგის ხელმძრვანელი:  ქეთევან  ცერაძე
ტრენინგის  ხელმძღვანელმა  წარგვიდგინა   მიმდინარე  დღის გეგმა. გაგვაცნო თუ  როგორ დაგვეხმარება  პროექტი  XXI საუკუნის  უნარ ჩვევების განვითარებაში, დავათვალიერეთ   გზამკვლევი,
 დავათვალიერეთ  კურსის მოდელები.
შემდეგ   პორტფოლიოს  საქაღალდეები  შევქმენით.    გავეცანით  პორტფოლიოს  რუბრიკას  და  პორტფოლიოს ჩეფლისტებს.
    მოვახდინეთ  პროექტის  ნიმუშების  გაცნობა -    დათვალიერება.ასევე  ვისწავლეთ როგორ  უნდა  შევიტანო  კორექტირება  ჩემს  ნამუშევრებში.
   ბოლოს  მოგვეცა  საშინაო  დავალება - მოგვეფიქრებინა  პროექტის  იდეა.